ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცივი და წვიმიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 6 მარტიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.

"6 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია 17-22 გრადუსი. თუმცა დღის მეორე ნახევრიდან დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც გაძლიერდება 20-25მ/წმ-მდე", - ამბობს გარემოს ერვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით,  მზიანი ამინდი 7 მარტსაც შენარჩუნდება. თუმცა, 8 მარტს ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 10 მარტამდე შენარჩუნდება.
Print