ახალი ამბები
ქუთაისში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე "მშვიდობა ომზე მეტია"- ამ სახელწოდების აქცია გაიმართა.

მდუმარე აქციით მოქალაქეებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის იზოლატორში მკვლელობა და  ზოგადად რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

სამოქლაქო პროტესტში მონაწილეობა მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმაც მიიღეს.

"ამ მდუმარე აქციით ვაპროტესტებთ ოკუპაციას, მის მძიმე შედეგებს და ყველა ფორმის ძალადობას. ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის მსახიობმა,  გია საგინაშვილმა.

აქციას "მშვიდობა ომზე მეტია"სოლიდარობა საქართველოს 12-მა ქალაქში გამოუცხადეს.

მასშტაბური აქცია გაიმართა თბილისში, სადაც მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. დღვანდელ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში 50-დე ბარი, რესტორანი და კაფე ორი საათის განმავლობაში სოლიდარობის ნიშნად არ იმუშავებს.

Print