ახალი ამბები
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში მაღაზიის გაძარცვა სცადეს
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სუფთა სახლის" გაქურდვა სცადეს.  თვითმხილველების თქმით, მძარცველი დილით, სამუშაო საათების დაწყებამდე შევიდა ობიექტში. 

"ერთი პირი იყო ნიღბით, თანამშრომლები არ იყვნენ მისული მაღაზიაში. როგორც ვიცი, სალაროში ფული არ იყო და ამიტომ ვერ შეძლო წაღება. მაშინვე პატრულს გამოვუძახეთ, მაგრამ მის მოსვლამდე გაიქცა. დაცვა ჰყავს მაღაზიას მაგრამ იმ  მომენტში ეძინა თურმე", - განმარტავენ თვითმხილველები.

მათი ინფორმაციით, მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. 
Print