ახალი ამბები
ქუთაისში გარემოვაჭრეები დააჯარიმეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ხუთი გარემოვაჭრე დააჯარიმა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საჯარიმო სანქცია მათ იმ ტერიტორიის დაბინძურების გამო გამოუწერა, სადაც ისინი პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებდნენ.

"ისინი დავაჯარიმეთ იმის გამო, რომ მიმდინარე ტერიტორია ჰქონდათ დაბინძურებული. თითოეულს 80 ლარის გადახდა დაევალა", - განმარტა ქუთაისიპოსტის სტუდიაში ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის მიმდინარე წლის პირველი მარტიდან აკრძალვა დაიწყო. მერიის ინიციატივამ გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. ისინი ქუთაისის მერიაში იმავე დღეს შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მხარეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


ამავე თემაზე:


1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

Print