ახალი ამბები
სამტრედიაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
სამტრედიაში უკანონო თვეზჭერის ოთხი ფაქტი გამოვლინდა. დარღვევები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბის წყალზე მოქალაქე თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს (ე.წ. აპარატი) გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას.

"შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა უკანონო თევზჭერის იარაღები და გასაბერი ნავი", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
Print