ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო.
„ამის შედეგად ქუთაისი საქართველოს პირველი ქალაქი გახდა, სადაც კორუფციას ადგილობრივ სპეციფიკაზე მორგებული ინოვაციური მეთოდით გაუმკლავდებიან“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

მერიის ინფრომაციით, კორუფციასთან ბრძოლის მეთოდად ინოვაციურ მოდელს - Islands of Integrity - ს გამოყენებენ.

ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებაში ქუთაისის მერიას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ეხმარებიან.

ქალაქის მერმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა სტრატეგიას ხელი უკვე მოაწერეს.

ანტიკორუფციული მეთოდოლოგია Islands of Integrity როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში კორუფციის რისკების გამოვლენას და მათ პრევენციას გულისხმობს.

2018 წლის 31 იანვარს, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს.
ზაურ ბაკურაძე, რომელსაც სამსახურის უფროსისთვის ქრთამის სახით 3000 ლარის შეთავაზება ედება ბრალად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის გადაცემის მომენტში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაცით, ბაკურაძე ჯავახიას სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მფარველობის სანაცვლოდ, თანხას სთავაზობდა.

Print