ახალი ამბები
გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიაში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივი მთავრობისგან გარევაჭრობის შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ.
წინააღმდეგ ისინი პერმანენტული აქციებითა და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.

"გვაცადონ ლუკმა პურის ფული ვიშოვოთ და ვირჩინოთ ჩვენი თავი. ყველანი პენსიონერები ვართ და პენსიები არ გვკმარა წამლის ფულად", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.



ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დააანონსა. რაც ეტაპობრივად  მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ეტაპობრივად განახორციელდება. უკვე დაცარიელებულია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც გარემოვაჭრეები ისხდნენ.



"არ იყიდება აქ არაფერი და სხვაგან უნდა წავიდე სადმე. ვდგევარ ტყუილად აგერ. რად მინდა გადახურვა თუ ვერ გავყიდე ვერაფერი", - ამბობს გარემოვაჭრე სვეტლანა ფხაკაძე.

მერიასთან შეკრებული გარემოვაჭრეების ნაწილი ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას ამ წუთებში ხვდება.  

ქუთაისის მერიის განმარტებით, მათი უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს  სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები.

ქუთაისში, გარემოვაჭრეთა დახლები გასული წლის აპრილშიც აიღეს, თუმცა, მეორე დღეს გარევაჭრობა კვალვ განახლდა.


ამავე თემაზე:


1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print