ახალი ამბები
ქუთაისში 121 ბენეფიციარი, შესაძლოა, უფასო სადილის გარეშე დარჩეს
FaceBook
ქუთაისის "მადლიერების სახლში", 121 ბენეფიციარისთვის  სადილი , შესაძლოა, აღარ მომზადდეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სოციალურმა სააგენტომ გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მათ უფასო სადილი არ ეკუთვნით, რადგან, მათი სარეიტინგო ქულები 65 000-ს აჭარბებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამის მიუხედავად,  მათ ბენეფიციარები უფასო სადილით მოსარგებლეთა სიიდან ჯერჯერობით არ ამოუღიათ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და თუ აღმოვაჩენთ, რომ  ქულები აჭარბებს დადგენილ ზღვარს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მაინც საჭიროებენ უფასო სადილს, მაშინ შევცვლით კრიტერიუმებს", - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვლათვაძემ.

მისი თქმით, ბენეფიციარების მდგომარეობას მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლები გადაამოწმებენ. 

"მადლირების სახლის" უფასო კვების პროგრამის სიიდან 121 ბენეფიციარის შესაძლო ამოღება გააპროტესტა საკრებულოს ოპოზიციამ და განაცხადეს, რომ ეს ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებულები და მათი უფასო სადილის გარეშე დატოვება დანაშაულია.


Print