ახალი ამბები
"მძღოლმა არ იცის მექანიკური ავტომანქანის მართვა" - საკალათბურთო კლუბს მანქანას უცვლიან
FaceBook
საკალათბურთო კლუბ "ქუთაისს" მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილი გაუცვალა.
საუბარია,  ვოლკსვაგენის მარკის ავტომობილზე, რომელსაც ოპიზიციის განმატრებით, მერია საკალათბურთო კლუბს მწყობრიდან გამოსულ ავტომობილში უცვლის.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიგა შუშანიას განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ავტომობილების გაცვლა მოხდა, საკრებულოს კომისიაზე დასახელდა.

"კომისიაზე ითქვა, რომ მძღოლმა არ იცის მექანიკური ავტომაქანის მართვა და ამიტომ უცვლიან ავტომატური მართვის მანქანაში. ეს არის ცალსახად ნეპოტიზმის ბრალი, შევარჩიეთ მძღოლი ნათესაური ნიშნით. სასაცილოა ჯერ ადამიანს ვარჩევთ და მერე ვარგებთ მანქანას. ეს უკვე "ვანოს შოუს" თემაც აღარაა," - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, ავტომანქანების გაცვლა რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც ამდრომმდეც ხდებოდა. 



Print