ახალი ამბები
"სად იმალება ქუთაისის მერი?" - საკრებულოს ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია უკლებამ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის არდასწრება გააპროტესტა.
უკლებას თქმით, გიორგი ჭიღვარია ქალაქის არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ესწრება.

"სად არის, სად იმალება ბოლოს და ბოლოს ქალაქის მერი? არსებობს თუ არა ეს კაცი საერთოდ? ყოველი საკრებულოს სხდომაზე როგორ აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა? მოვიდეს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს ცვლილებები", - განაცხადა გია უკლებამ.

დეპუტატის პროტესტს მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ უპასუხა.

"არ აპირებს ბატონი გიორგი თქვენ შეგითანხმოთ მისი შეხვედრები", - განაცხადა იუზა უგულავამ.

გია უკლებამ ქუთაისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა და განაცხდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებიდან მოკლე დროში ხელისუფლებას  ცვლილებების შეტანა არ უნდა სჭირდებოდეს.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს დაამტკიცა. 28 თებერვალს ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში რიგით მეორე ცვლილება განხორციელდა.
Print