ახალი ამბები
ქუთაისის მერია: "ავტოპარკი "ნაციონალების" დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული“
FaceBook
ქუთაისის მერია ავტოპარკის გაყიდვის შესახებ საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას მოწოდებას გამოეხმაურა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ავტომობილები, სწორედ, "ნაციონალური მოძრაობის" დროსაა შეძენილი და მათ მიერვეა გაფუჭებული. წინა ხელისუფლებასთან შედარებით კი, მერიამ ავტოპარკის შენახვის ხარჯები შეამცირა.

"ის ავტომობილები, რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული. დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს. გაყიდის. ჩვენ ვცდილობთ ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ ქუთაისის მერიას ავტოპრაკის გაყიდვა და მერიის თანამშრომლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგლება ურჩია.

უკლებას თქმით, თვითმმართველობას ავტომანქანების მოვლა ძვირი უჯდება.


ამავე თემაზე:

„იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)




Print