ახალი ამბები
„იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია უკლება ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მერიას 70-მდე ავტმობილი ემსახურება. მათ ექპლოატაციასა და საწვავში კი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს.

ამის შესახებ გია უკლებამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ქალაქის ხელისუფლებას არამიზნობრივი ხარჯის შემცირებისკენ მოუწოდა.

"ქუთაისის მერიას 70 ავტომანქანა ემსახურება და მათი  შენახვა ნახევარი მილიონი უჯდება, მაშინ, როცა ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად იზრდება სოციალურდ დაუცველი ადამიანების რაოდენობა.  ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილობს. მოვუწოდებ ქუთაისის მერიას,  უარი თქვას სამსახურებრივ ავტომანქანებზე. ასევე  მოვუწოდებ ქალაქის მერს და მის მოადგილეებს, გაყიდონ ჯიპები და იარონ საკუთარი ავტომანქანებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამით ბიუჯეტი მინიმუმ 300 000 ლარს დაზოგავს", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია უკლება.

მისივე თქმით, მერიის ბალანსზე რიცხული  ავტომანქანებიდან შვიდი არ მუშაობას, რაც ქალაქის ხელისუფლებამ ასევე უნდა გაყიდოს და თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოახმაროს.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მერიის ბალანსზე 24 ავტომობილი ირიცხება. მათგან შვიდი ჯიპია, რომელიც ქალაქის ხელისუფლების პირველ პირებს ემსახურება. ავტოპრაკის ნაწილი კი მერიას ხელშეკრულებით აქვს  დაქირავებული.

საკრებულოს დეპუტატის მოწოდებაზე ქუთაისის მერიაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)
Print