ახალი ამბები
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე მეორედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაიშალა
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ გუშინ 10 ლოტზე ჩაატარებული კონკურსი ორ ლოტზე ჩაიშალა.


ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტი ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსი მესამედ გამოცხადდება. ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ გუშინ    10 ლოტზე მეორედ ჩაატარებული კონკურსი ორ ლოტზე ჩაიშალა.
№ 26, №50 და №39 ხაზებზე კონკურსის ჩაშლის მიზეზად მერიაში მძღოლების მიერ არასწორად წარდგენილ დოკუმენტაციას ასახალებენ.
"აღნიშნულ ხაზებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდება. ქულების შედეგებით გამარჯვებულები ძირითადად ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები არიან, რომლებიც ადრე მუშაობდნენ სამარშუტო ხაზებზე", -განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერიამ 18 ნებართვა გასულ ხაზზე პირელად კონკურსი 15 ლოტად 29 მაისს ჩაატარა, სადაც გამარჯვებული მხოლოდ 5 ლოტზე გამოვლინდა.

Print