ახალი ამბები
წულუკიანმა უვიზო მიმოსვლის დღეების მთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა
FaceBook
იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია "Schengen/EU App” წარადგინა.
აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება ჩაინიშნონ შენგენის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა.

აპლიკაციის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის სახლში,იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა, პრეზენტაციის შემდეგ კი აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა.

ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაც მოითხოვა.

მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

წყარო: imedinews.ge
Print