ახალი ამბები
ყოფილი პოლიციელის განაჩენს სასამართლო 28 თებერვალს გამოაცხადებს
FaceBook
ყოფილი პოლიციელის ბაგრატ ჯანუაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო საამართლოში დასრულდა. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს. მოსამართლე ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, განაჩენი ხვალ, 10:30 საათზე გამოცხადდება.

პროკურატურა ჯანუაშვილს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. ყოფილი სამართალდამცავი პოლიციელებს ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულება. ჯანუაშვილი პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე დააკავეს.
Print