ახალი ამბები
უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეცვლილი დროით შესრულდება
FaceBook

უამინდობის გამო ავიაკომპანია ვიზეარის რეისები შეცვლილი დროით შესრულდება.

აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც წერია რომ ავიაკომპანია ვიზეარის რეისი კავალა - ქუთაისი, კავალაში ძლიერი უამინდობის გამო გამოფრენას აგვიანებს. ხოლო, ქუთაისში ჩამოფრენის სავარაუდო დრო - 13:30 სთ. ასევე გვიან შესრულდება ავიარეისი ლარნაკას მიმართულებით და სავარაუდო გაფრენის დრო არის 14:15 სთ. ჩაფრენის სავარაუდო დრო 14:10 სთ.

დღეს ასევე, ლარნაკადან რეისი სავარაუდოდ გამოფრინდება 14:45 საათზე. ჩამოფრენის სავარაუდო დრო - 18:30 სთ-ია. 

მემინგენის მიმართულებით ავიარეისი 19:15 სთ-ზე შესრულდება. მემინგენიდან გამოფრენის დრო - 20:35 სთ. ხოლო ქუთაისში რეისი ჩამოფრინდება 03:35 სთ-ზე.

 

Print