ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს აღარ დააჯარიმებს
FaceBook
ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს, რომლებმაც 25 თებერვალს, მერიის კიბეებზე ფლაერები წარწერით "რუსეთი მტერია" გააკრეს, დაჯარიმების ნაცვლად, გააფრთხილებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილების შეცვლას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თემით აჟიტირებით ხსნიან და ამბობენ, რომ მათ ქვეყნის ოკუპაცია სპეკულაციისთვის გამოიყენეს.

"მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით, რადგან არ მივცემთ შესაძლებლობას ისპეკულირონ ისეთი თემით, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მათი მხრიდან ეს მხოლოდ სპეკულაციაა", - ამბობს ქუთაისის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

მისივე თქმით, ქუთაისში კულტურული მემკიდრეობის ძეგლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებისა და პლაკატების განთავსებისთვის ამ დრომდე არავინ დაჯარიმებულა.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა, ქუთაისის მერიის კიბეებზე ფლაერები წარწერით "რუსეთი მტერია", საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გააკრეს.

წარწერები მალევე ჩამოხსნეს დაცვის თანამშრომლებმა.  მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  კი ამბობდა, რომ ისინი, ვინც შენობის კიბეებზე ფლაერები გააკრა, დაჯარიმდებოდა.

2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით, საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.


ამავე თემაზე:

წარწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლისთვისაც არავინ დასჯილა (ფოტო)


ქუთაისის მერიამ პლაკატები წარწერით - "რუსეთი მტერია" ჩამოხსნა

„რუსეთი მტერია“ - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის წინააღმდეგ


Print