ახალი ამბები
1 მაისიდან გარკვეულ ადგილებში მოწევა აიკრძალება
FaceBook
2018 წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის შენობებში მოწევა იკრძალება.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მომხმარებლებს მოწევა ეკრძალებათ ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის), საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში.

ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა მხოლოდ შესაძლებელი იქნება  ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დამრღვევი პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონიში ცვლილებების შეტანის ინციატორი პარლამენტის წევრი გუგლი მაღაძე არის.  ის საკანონმდებლო ორგანომ გასული წლის მაისში დაამტკიცა.
Print