ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კომპანია SMK დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისი მერიამ უცხოური (თურქული) კომპანია SMK-ს, რომელიც ქალაქის მასშტაბით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, დააჯარიმა.
კომპანიას საჯარიმო სანქცია,  ვალდებულებით აღებული ქუჩების (თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩა ) გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო დაუწესეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და დაზიანებული გზის აღსადგენად 10 დღიანი ვადა მიეცა.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით,  სანქცია პირველ ეტაპზე 1 000 ლარს ითვალისწინებს.

"აქტიურად ვთანამშრომლობთ წყალმომარაგების კომპანიასთან ქალაქში მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. კომპანიაა მზადაა დახმარება გაგვიწიოს ყველა საკითხში და ურთიერთანამშრომლობით ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პროექტი, რათა ზაფხულიდან ქალაქი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდეს. ქალაქის მერია მაქსიმალურად გააკონტროლებს სამუშაოების ხარისხსა და დასრულების ვადებს," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

SMK-მ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. კომპანიამ ორ წელზე მეტი მოანდომა ასათიანი ქუჩაზე წლის მილების გამოცვლას.




Print
თეგები: #ჯარიმა #სმკ #SMK