ახალი ამბები
სინოპტოკოსები 1 მარტიდან არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების  ვარაუდით, მთასა და მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვა, ჰაერის ტემპერატურა კი 11 გრადუსამდე გათბება. თუმცა, 27 თებერვლიდან კვლავ გამოიდარებს.

"27-28 თებერვალს უმეტესად იქნება მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კვლევ მოიმატებს 15-20 გრადუსამდე. თუმცა, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 1 მარტიდან დასავლეთ საქართველოში არამდგარადი ამინდები,  წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი.



Print