ახალი ამბები
ცრუ შეტყობინება ხანძრის შესახებ ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე საცოვრებელ სახლში ხანძრის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამხურში ცრუ შეტყობინება შევიდა.

ჭომის დასახლებაში ცრუ შეტყობინების შესვლისთანავე ელექტროენერგია 30 წუთით გაითიშა.

ადგილზე სახანძროს 4 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციის ბრიგადები გამოცხადდა. თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე გაარკვიეს, რომ შეტყობინება ცრუ იყო და ხანძარი არ მომხდარა.

"არავითარი ხანძარი არაა. ვირაცამ დარეკა სახანძროშიო, თუმცა ვინ დარეკა არ ვიცით," - განაცხადეს ადგილობრივებმა.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა სიტუაციაში გარკვევისთანავე ადგილი დატოვეს. რამდენიმე წუთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც აღუდგა.


Print