ახალი ამბები
"დამარხეთ სიკვდილის გორები" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში
FaceBook
"სტოპ კიბოს ლიცენზიას!",  "არ გვჯერა გამორთული სენსორის",  "დამარხეთ სიკვდილის გორები" ,  - ამ სლოგანით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზესტაფონში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის წინ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას,რადგან ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, რაც უამრავ დაავადებას იწვევს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩაირთოს სპეციალური ფილტრები და დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ჯორჯიან მანგანეზში განმატავენ,რომ ფილტრები გამართულად მუშაობს და მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი გასული წლის  11 მაისს 3 წლით დანიშნა. მიზეზი ჯარიმების გადაუხდელობა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა იყო. დროებითმა მმართველმა საქმიანობის გეგმა 2017 წლის ივნისში წარმოადგინა.

Print