ახალი ამბები
სად მუშაობდა და რა გამოცდილება აქვს დასავლეთ საქართველოს პროკურორს შოთა ტყეშელაშვილს
FaceBook
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა.

შოთა ტყეშელაშვილმა 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2007 წელს შოთა ტყეშელაშვილმა კარიერა დაიწყო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურისსტაჟიორად, 2008 წელს მუშაობა განაგრძო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე, ხოლო 2010 წელს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2011 წლიდან მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება მთავარ პროკურატურას, სადაც ეკავა სხვადასხვა პოზიცია ეკავა.

2012-2013 წლებში მუშაობდა რუსთავის რაიონულ პროკურორად, ხოლო 2013 წლიდან კვლავ განაგრძო მუშაობა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ხოლო მოგვიანებით, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2013-2016 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

2016 -2018 წლებში იკავებდა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას.




Print