ახალი ამბები
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბაგრატ მესამესა და დავით აღაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ეკლესიის საძირკველი და კედლების  ნაწილი. 

ეკლესიის მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც ტერიტორია ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა.

პროექტის ავტორის, არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის თქმით, მშენებლობა 2-3 წელიწადს გაგრძელდება.

ეკლესიის მშენებლობის პროექტის მიხედვით, ტაძარი 7000 კვ. მ.-ზე განთავსდება, ორსართულიანი ეკლესიის პირველი სართული ბაზილიკა, ხოლო მეორე გუმბათოვანი იქნება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის პროექტი საპატარიარქომ და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცა.

სააგენტოს, პროექტის პირველ ვერსიაზე გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომელიც არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის თქმით, გათვალისწინებული და კორექტირებულია.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალდსის" რესტორანზე მაღალი გამოჩნდეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
Print