ახალი ამბები
ქუთაისელი "ლეიბორისტი" "ქართული ოცნების" ინიციატივაზე - ეს არის არჩევნებისთვის მზადება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამსონ გუგავა "ქართული ოცნების" ინიციატივას აპროტესტებს. გუგავას განმარტებით, "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ემზადება.
"ეს არის მზადება არჩევნებისთვის და უნდათ მათი ოფისისა და აქტივისტების ხარჯები ბიუჯეტს მიაბან. სინამდვილეში, ეს არის ბიუჯეტის მორიგი ძარცვა და იქ მხოლოდ აქტივისტები დასაქმდებიან, რომელთაც სარჩევნოდ გამოიყენებენ. მივმართავ საკრებულოს, არ დაუჭიროს ამ ინიციატივას მხარი,"–განაცხადა გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საკრებულოს  სხდომა ხვალ 14:00 საათზე არის დაგეგემილი, სადაც "ქართული ოცნების" ინიციატივასაც განიხილავენ.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში ეკონომიკური დონის ამაღლების მიზნით ქუთაისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნული ცენტრის შექმნისთვის საჭირო ფინანსებისთვის ქუთაისის საკრებულოს მიმართავენ და 700 000 დოლარს სთხოვენ.

Print