ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელი სახლი იწვის
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ხანძარი ხის კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.  შემთხვევის შდეგად არავინ დაშავებულა.  ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები.

როგორც სამაშველო სამსახურში განგვიცხადეს, საცხოვრებელი სახლის გვერდით, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ელექტროტრანსფორმატორია და არის საშიშროება, რომ ცეცხლი მასზეც გადავიდეს. ამ მიზეზის გამო, შესაძლოა ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადების რაოდენობა გაიზარდოს.

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდეს,"- განაცხაადეს სახანძრო-სამაშველო სამსახურში. 

Print