ახალი ამბები
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კაფე-ბარი აღარ აშენდება
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის 46-ში მდებარე სკვერში, კაფე-ბარისა და სპორტულ-გასართობი ატრაქციონების მოწყობა,  ამავე ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს.

"ეს მშენებლობა რომ დაიწყეს მის მერე მე არ მძინებია. ბავშვები გვყავს, ოჯახები ვცხოვრობთ აქ. ჰაერი ხომ გვჭირდება? არ დავუშვებთ აქ არანაირ მშენებლობას", - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ნანა ლორთქიფანიძე.



პროტესტს  ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლები შეურთდნენ.

"მოვუწოდებთ ქალაქის მერს, გუბერნატორს, რომლებიც დაკავებულები არიან საკუთარი ხელფასების გაორმაგებით, მოვიდნენ აქ, დაელაპარაკონ ხალხს და მოახდიდონ უკანონო მშენებლობის დემონტაჟი", - ამბობს  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

აქციაზე მისულებს, სამშენებლო ტერიტორიაზე  მშენებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება დახვდათ გამოკრული.

როგორც გაირკვა, სამუშაოები ქუთაისის მერიის მოთხოვნით შეწყდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, "იმერეთს" სკვერის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის 10 დღიანი ვადა მისაცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს დაჯარიმდება. 

ქუთაისის მერიამ, მოგვიანებით  სკვერში მშენებლობაზე გაცემული ნებართვაც გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი აწერს.

მერია განმარტავს, რომ სკვერში მშენებლობა დაუშვებელია.

მერიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჭავჭავაძის #46-ში, შპს "იმერეთს" მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ბარი, სპორტული და გასართობი ინფრასტრქუტურა და სილამაზის სალონი უნდა მოწეყო.

კომპანიას სამუშაოები  ხუთ თვეში უნდა დაესრულებინა. 

Print