ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე "ქუთაისის უნივერსიტეტის" ეზოდან გამომავალი ავტომობილი ქალს დაეჯახა.
თვითმხილველთა თქმით, მძღოლმა ქვეითი ვერ დაინახა და ფეხზე გადაუარა. შემთხვევის შედეგად ქალს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაზარალებულს საავადმყოფოში გადაიყვანენ.
შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია ავტომობილის მძღოლს.


Print