ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 18 გრადუსს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ჰაერის ტემპერატურა 9-12 გრადუსამდე გათბება. თუმცა, დღის ბოლოდან წვიმა გადაიღებს და გამოიდარებს.

"20 თებერვლის დილიდან მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდები, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 13-18 გრადუსამდე მოიმატებს. ასევე, დათბება მთაში და მაღალ მთაში", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანლი, დოდო გავაზავა.

მისი თქმით, 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ხოლო 24 თებერვლიდან კვლავ წვიმა და არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
Print