ახალი ამბები
"ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისთვის" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში. ღონისძიება  "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და მათდამი სოლიდარობის გამოჩენა იყო.

" ჩვენი სააგენტოს ახალგაზრდულმა კლუბმა, რომელიც 25 ახალგაზრდისგან შედგება, ორგანიზება გაუწია მსოფლიო მასშტაბის კამპანიას ქუთაისში, რომლის სახელწოდებაცაა ,,ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისთვის. კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებას, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნობას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში",  -  ამბობს   "ადგილობრივი დემოკრატიის სააგრნტო საქართველოს" კოორდინატორი, მაკა ცერცვაძე

ღონისძიებაში მონაწილეობა არასამთავროებმა, ახალგაზრდებმა და ასევე,  ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print