ახალი ამბები
ქუთაისის „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში“ სკეიტ-პარკი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის "მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში" სკეიტ-პარკი და კლდედრომი მოეწყობა.
ქუთაისის მერიამ გასართობი ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, სკეიტ-პარკი და კდედრომი 2000 კვ.მ-ზე უნდა მოეწყოს.

ინფრასტრუქტურა ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა დამზადდეს.

სკეიტ-პარკისა და კლდედრომის პროექტირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6000 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია სკეიტ-პარკის მოწყობას ითხოვენ.  მათ გასულ წელს საპროტესტო აქციაც გამართეს.  ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მერია შესაბამის ადგილს არჩევდა. თუმცა, სკეიტ-პარკი ამ დრომდე არ მოუწყვიათ. 


ამავე თემაზე:

"გვჭირდება სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ" - ქუთაისელი სკეიტერების მოთხოვნა


ქუთაისში სკეიტპარკი გაიხსნება


Print
თეგები: #სკეიდ პარკი