ახალი ამბები
ქუთაისის მერია სკოლის მოსწავლეებს ზღვის კურორტზე 10 დღით დაასვენებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ზღვის კურორტზე სკოლის მოსწავლეებისთის საზაფხულო ბანაკების მოსაწყობად 30 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების, სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის ორ ნაკადად, შავი ზღვისპირეთის კურორტებზე, საზაფხულო ბანაკის მოწყობის მომსახურების გაწევა (სულ - 140 ბენეფიციარი). ბენეფიციარებმა (ერთ ნაკადზე არანაკლებ 70 ბენეფიციარი) უნდა დაისვენონ შავი ზღვის სანაპიროზე 10 დღით.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს I ნაკადისთვის 2015 წლის 20
ივლისიდან 2015 წლის 29 ივლისის ჩათვლით და II ნაკადისთვის 2015 წლის 30 ივლისიდან - 2015 წლის 8
აგვისტოს ჩათვლით.
სატენდერო პირობების თანახმად, ბანაკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ბანაკში უნდა იყოს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები, სანიტარული კვანძებით, ცივი და ცხელი წყლით, უკაბელო ინტერნეტით, (სასურველია თითოეულ ოთახში ტელევიზორით);
• ბანაკის ტერიტორია იზოლირებული უნდა იყოს მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან. (სასურველია ბანაკის მიმდინარეობის პერიოდში დისკომფორტის თავიდან ასაცილების მიზნით, შენობაში არ იმყოფებოდნენ სხვა დამსვენებლები);
• პერსონალური საწოლები თითოეული დამსვენებლისათვის, საწოლთა რაოდენობა 1 ოთახში არ უნდა
აღემატებოდეს 5-ს;
• თითოეული დამსვენებელი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დღეში 3-ჯერადი კვებით;

ასევე, აუცილებელია ბანაკს მოემსახუროს დირექტორი, პედაგოგი (5 პერსონა), ექიმი, მაშველი და ობიექტს ჰყავდეს დაცვის სამსახურის 2 თანამშრომელი, მათ მოეთხოვებათ დამსვენებელთა გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიებების გატარება და თითოეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა; აღნიშნულ პერსონალს ნიშნავს მიმწოდებელი შემსყიდველთან თანხმობით. ანალოგიური სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას მიმწოდებელი წარმოადგენს შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მათ სახელფასო ანაზღაურებაზე, გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს კონტიგენტის უსაფრთხოება.
• პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა ფიზიკური, გონებრივი და შემეცნებითი აქტივობის გაღრმავების მიზნით სავალდებულოა სხვადასხვა კონკურსების, შეჯიბრებების, გასართობი თამაშების მოწყობა, ღია კინოჩვენებები, საბანაკო ცხოვრებისათვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული პროგრამის
სრული აღწერა (ერთი საგზურის ფარგლებში 10 დღეზე), თითოეული დამსვენებლისათვის ექსკურსიის მოწყობას, ტრანსპორტირებასა და სოციალურად დაუცველი ბავშვების საექსკურსიო ხარჯის ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსურსიის ადგილმდებარეობის შერჩევა მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით;
• ბენეფიციართა ტრასპორტირებას (ჩაყვანა-ჩამოყვანა) უზრუნველყოფს შემსყიდველი.
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას ადგილზე შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ ბანაკის მოწყობისათვის შეთავაზებული პირობები.
• საცხოვრებელი სახლი უნდა მდებარეობდეს ადილზე, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსწავლეებს ზღვის სანაპიროსთან მისასვლელად არ უნდა მოუხდეთ სამანქანო გზის გადაკვეთა. ან ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეთა ზღვის
სანაპირომდე და უკან ტრანსპორტირება.
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას შექმნას ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც პერიოდულად განახორციელებს ბანაკში არსებული მდომარეობის (კვების, საცხოვრებელი პირობების, შემეცნებითი
ღონისძიებების) კონტროლს.

Print