ახალი ამბები
ქუთაისი-მემინგემის რეისის 19 მგზავრი გერმანიის საზღვრიდან საქართველოში გამოაბრუნეს
FaceBook
ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ  ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს. მათგან 10 მგზავრი იმავე თვითმფრინავით უკან, საქართველოში გაამგზავრეს. დარჩენილი 9 მგზავრი მიუნხენის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც და საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთები დაუჯავშნეს



Print