ახალი ამბები
საპენსიო რეფორმის დანერგვა რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს - საია
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპენსიო რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად ის ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.


შესაბამისად, რამდენადაც, სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, იმისათვის რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები სავალდებულო საპენსიო შენატანების, შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე - ხალხის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე უნდა განხორციელდეს", -  ნათქვამია საიას განცხადებაში.

2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელება იწყება.

ახალი რეფორმის მიხდვით, საქართველოში მცხოვრები 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო, ხოლო იმ ადამინებისთვის ვისაც 40 წელი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდათ ნებაყოფლობითი იქნება. საპენსიო რეფორმა, ასევე ნებაყოფლობითია თვითდასამქმებული ადამიანებისთვისაც.

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო თანხის დაგროვებისთვის თანხას გადაიხდის, როგორც დამსაქმებელი ანუ კერძო კომპანიაც და ასევე, სახელმწიფო და თავად დასაქმებულიც, ანუ კერძო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში დამსაქმებელი თითოეული თანამშრომლის საპენსიო ფონდში ჩარიცხავს 2%-ს ისევე როგორც, დასაქმებულიც ჩარიცხავს დასაქმებულის ანგარიშზე ერთი თვის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო 2% გადაიხდის.

საპენსიო რეფორმის სისტემაში ცვლილებები შევიდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში დამსაქმებლის ჩართვა სავალდებულო გახდა.

რაც იმას ნიშნავს, რიმ იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი კუთვნილი 2%-იანი შენატანის გადახდაზე უარს განაცხადებს, ის პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შეთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

დამსაქმებლები საპენსიო რეფორმაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჯარიმდებიან

საპენსიო რეფორმა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის სავალდებულო იქნება

Print