ახალი ამბები
24 ივნისს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს

მიმდინარე წლის 24 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ბაკისუბანში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს ქ. ქუთაისში.

"110/35/6 კვ ქვესადგურ "ბაკისუბნის" გამანაწილებელ მოწყობილობებზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ნიკეას ქუჩას, აგრეთვე, ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძის, თაბუკაშვილის, ლომოურის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალში.
Print