ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების გამო უბნის ინსპექტორს მიმართეს
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა.
რის შემდეგაც სკოლის დირექტორმა უბნის ინსპექტორს და მანდატურის სამსახურს მიმართა. სკოლის დირექტორის თქმით, შემთხვევა 13 თებერვალს მოხდა. დირექტორის გვიყვება, რომ მათი სკოლის ყოფილი მოსწავლე ამავე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მისი თქმით, ის მოსწავლებს სხვა პირის ტელეფონის ნომერს სთხოვდა.

"სკოლის ყოფილი მოსწვალე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დახვდა და მოსთხოვა რომ ერთ-ერთი გოგოს ტელეფონის ნომერი მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი მოსწავლე მათ დაემუქრა",  -  ამბობს ამავე სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, მოსწავლეებმა არსებული კონფლიქტის შესახებ კლასის დამრიგებელს უამბეს. რის შემდეგაც,  სკოლის დირექტორმა უბნის ინსპექტორი გამოიძახა.

"გუშინვე უბრნის ინსპექტორმა დაიბარა შემთხვევაში მონაწილე მოსწავლეების მშობელი, მათ ისაუბრეს და როგორც ჩემთვის ცნობილია ინციდენტი ამით ამოიწურა",  - ამბობს სკოლის დირექტორი.

Print