ახალი ამბები
ქუთაისში უკრაინული მედიისა და ტუროპერატორების 3 დღიანი ვიზიტისთვის 8 000 ლარამდე დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიაში უკრაინელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატების ვიზიტი შესახებ ბრძანება მის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოიცა.

უკრაინელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატების ვიზიტი ქუთაისის მერიას 7 526, 95 ლარი დაუჯდა.
სტუმრების მასპინძლობისთვის ბიუეჯტიდან გაწეული თანხის დიდი ნაწილი მათ კვებით მომსახურებაზე დაიხარჯა. უკრაინელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატების კვებაზე სულ 3 925,95 ლარი გამოიყო. აქედან, 1 335,95 ლარი სასტუმრო "ბაგრატი1003"-ს გადაერიცხა, 1 169 ლარი "იმპერიას", ხოლო 1 421 ლარი ბარ-რესტორან "პალატს".
სტუმრების გადაადგილების უზრუნველყოფისთვის მერიამ ინდმეწარმე ბადრი ვერულაშვილს 544 ლარი გადაურიცხა, ხოლო მათი განთავსება შპს "დოვლათში" 2500 ლარი დაჯდა.
557 ლარის ღირებულების საჩუქრები გადაეცათ უკრაინელ სტუმრებს, რომელიც მერიამ შპს "დავითი 2010"-ში შეიძინა.
"ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალაქის ისოტრიულ-კულტურულ და ეკო-ტურიზმზე. ვიზიტის მიზანი იყო უკრაინაში ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის პოპულარიზაცია," - განმარტებულია მერიის მიერ "ქუთაისიპოსტითვის" მოწოდებულ დოკუმენტში.
უკრაინელი სტუმრები ქუთაისში მიმდინარე წლის 9-დან 11 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდნენ. თუმცა, ქუთაისის მერიაში ბრძანება უკრაინელი სტუმრების ვიზიტის შესახებ (#290) მის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოიცა.
დეა მანაგაძე
Print