ახალი ამბები
ქუთაისის მერია და საკრებულო რეკლამირებისთვის 65 000 ლარს გადაიხდის
FaceBook
ქუთაისის მერიამ სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
თვითმმართველობა, მერიისა და საკრებულოს რეკლამირებისთვის 65 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას, სატელევიზიო რეკლამების დამზადება-გაშვებასა და განცხადებების გამოცხადებას მოხმარდება.

ტენდერში გამარჯვებულმა წლის განმავლობაში საკრებულოს 24 სხდომის ტრანსლირება, 10 რეკლმისა და 33 განცხადების ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერია სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს.

Print