ახალი ამბები
ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მერიის ბალანსზე ჯიპის კატეგორიის შვიდი ავტომანქანა ირიცხება. მათგან, სამით,  ქალაქის მერი და მისი ორი მოადგილე სარგებლობს. ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია 2011 წლის TOYOTA LENDCRUISER-ით გადაადგილდება, რომელიც ქუთაისის მერიას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადასცა.


ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ჯიპი

ასევე, 2011 წლის WOLKSWAGEN TIGUAN-ით სარგებლობს მერის მოადგილე, იუზა უგულავა. ეს ავტომობილი ადრე მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ყოფილ ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნოდა.


მერის მოადგილის, იუზა უგულავას ავტომანქანა

ქალაქის ვიცე-მერს, გიორგი იობაშვილს კი, 2008 წლის ვერცხლისფერი TOYOTA PRADO -ს ჯიპი ემსახურება, რომელიც მერიას იმერეთის გუბერნიამ გადასცა.


ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილის ავტომანქანა

ორი ჯიპი ჰყავს მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, რომელშიც ქალაქის ხელისუფლებამ ჯამში 35 470 ლარი გადაიხადა.



კეთილმოწყობის სამსახურის ჯიპები

ჯიპის კატეგორიის კიდევ ერთი MITSUBISHI AIRTEK ემსახურება მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას.

მერიის ბალანსზე არსებული ავტოანაქანებიდან ყველაზე ძვირადღირებული GRAND CHEROKEE-ს ჯიპი კი, რომელშიც მერიას 23 850 ლარი აქვს გადახდილი, არ ფუნქციონირებს. მერიის ინფორმაციით ავტომანქანა დაზიანებულია.


23 850 ლარიანი ჯიპი, რომელიც არ ფუნქციონირებს

ქუთაისის მერიის ბალანსზე სულ 24 ავტომანქანა ირიცხება. მათგან 15 მერიამ სხვადასხვა წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა, რამაც ჯამში 196 924 ლარი შეადგინა. ცხრა ავტომანქანა კი მერიას სახელმწიფოსგან და კერძო კომპანიებისგან გადაეცა.

სახელმწიფო უწყებებში "შავი ჯიპების ეპოქის" დასრულება დაანონსა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. 

"დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის.
ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ", - განაცხადა პრემიერმა.  



Print