ახალი ამბები
გიორგი ჭიღვარიას პირველი მივლინება მერის რანგში
FaceBook
ქუთაისის მერი, გოირგი ჭიღვარია მერის რანგში პირველი სამივლინებო ვიზიტით ისარელში გაემგზავრება.
"11 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ქალაქის მერი ოფიციალური ვიზიტით მიწვეულია ისრაელში, მერების საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ტარდება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და წარმოადგენს ექსკლუზიურ მოვლენას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ და ადგილზე შეხვდნენ ისრაელში როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს", - განმარტავენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის მინისტრებთან. კონფერენციის თემას წარმოადგენს ,,უსაფრთხო ქალაქები", სადაც ხაზი გაესმევა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც განაპირობებს ქალაქების უსაფრთხო მართვას და განკუთვნილია მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გიორგი ჭიღვარია მივლინების ფარგლებში იერუსალიმის, თელავივისა და ჰაიფის მერებს შეხვდება. სამივლინებო ხარჯებს მასპინძელი მხარე უზრუნველყოფს.
Print