ახალი ამბები
ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის ახლობლების პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ყოფილ მეუღლეზე, დ. გ-ზე ძალადობაში ბრალდებული გ. ბ-ის ახლობლები დღეს, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ  შეიკრიბნენ. 

მათი თქმით,  გ.ბ.  პროვოკაციის მსხვერპლია და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის განმარტებით, პატიმარი რამდენიმე დღეა შიმშილობს, ორი დღის წინ კი,  მან თვითმკვლელობაც სცადა.

ლედი ტუკვაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს, დილით  პირი მოინახულა. ხოლო რამდენიმე წუთის წინ მასთან ფსიქოლოგი შევიდა.

დ. გ-იანი მის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამარლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, სასაართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა
Print