ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენას გეგმავენ
FaceBook
ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ე.წ. "წაბლის ქერქის კიბო"-ს სახელით ცნობილი დაავადება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.

მათივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია. ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე. კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართულები.

ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლიდან დაიწყება.

ეროვნული სატყეო სააგენტო მსგავს ღონისძიებას კომპანია BP-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print