ახალი ამბები
რაგბის სტადიონზე გოგი წულაიამ დროშა აღმართა
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლემა გოგი წულაიამ ქუთაისში რაგბის სტადიონზე საქართველოს დროშა აღმართა.
ფედრაციის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსს საჩუქრად მაისური გადაეცა ყველა რაგბისტის ხელმოწერით.

"ვერცერთ ლექსიკონში ვერ მოიძებნება სიტყვები იმ ემოციის გადოსაცემად, რაც მე ახლა მაქვს. მემაყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელზე მომიწია დროშის აღმართვა. დროშა დაკიდეს. მაშინაც ეკიდა, მაგრამ ზომაში იყო პატარა. ძვირფასი საჩუქარიც გადმომეცა ფედერაციისგან, რაგბის მაისური ყველა მორაგბის ხელმოწერით " - განმარტა რაგბის სტადიონზე  დროში აღმართვის შემდეგ წულაიამ.

ქუთაისში "აია არენაზე" გამართულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს მცირე ზომის დროშა იყო დაკიდებული, რაც გოგი წულაიამ გააპროტესტა. პროტესტის შემდეგ დროშა გამოცვალეს.

"ბორჯღალოსნები" ჩემპიონატის 2018 წლის პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ.
შეხვედრა "აია არენაზე" 10 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.


Print