ახალი ამბები
თეთრი ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა
FaceBook
თეთრი ხიდიდან 25 წლამდე ასაკის მამკაცი გადახტა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ხიდზე რამდენიმე წუთის განმავლობში იდგა, შემდეგ  მოაჯირს მიუახლოვდა და გადახტა. მათივე თქმით, მამაკაცმა თავად შეძლო წყლიდან ამოსვლა.

"სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მოაჯირს და უცებ გადახტა. ვერც მოვასწარი შეჩერება. თვითონვე ამოვიდა წყლიდან და ქვებზე დაჯდა. ამასობაში სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციაც მივიდა", - ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე ამ დრომდე არიან მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
Print
თეგები: #თეთრი ხიდი