ახალი ამბები
ქუთაისში, წერეთლიდან ჯიბლაძის ქუჩაზე შეხვევისთვის ექვსი მძღოლი დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისში გიორგი ჯიბლაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ექვსი ავტომობილის მფლობელი დააჯარიმა.
თითოეულს 50-50 ლარიანი ჯარიმა "შესვლა აკრძალულია" ნიშნის დარღვევის გამო გამოუწერეს.

მძღოლებმა წერეთლის ქუჩიდან გიორგი ჯიბლაძის ქუჩაზე შეუხვიეს, რაც 2016 წლის ოქტომბრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხვნით, აკრძალულია. ამკრძალავი ნიშანი კი ჯიბლაძის ქუჩის დასაწყისში ბოძზეა გამოკრული.

ჯიბლაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევებს ქმნიდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვდნენ. მათ ამ მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს.

მძღოლებს თამარ მეფის ქუჩაზე გადაადგილება პარალელური ქუჩით შეუძლიათ. დარღვევისთვის კი,  ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.


Print