ახალი ამბები
რიკოთზე ავტობუსი დაიწვა
FaceBook
რიკოთზე, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი დაიწვა. შემთხვევას დღეს დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არც მგზავრები და არც მძღოლი არ დაშავებულა. მათ ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Print