ახალი ამბები
8 თებერვალს ქუთაისში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
8 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:
11:00-დან 14:00 საათამდე - 397 აბონენტს გაპონოვის, ვარლამიშვილის, მაიაკოვსკის, ნიუპორტის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე - 560 აბონენტს ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, მელიქიშვილის ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - 173 აბონენტს წერეთლის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ცისფერყანწელთა, პუშკინის და დავით აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Print