ახალი ამბები
"დავითობასთან" დაკავშირებით აღმაშენებლის ძეგლს რეცხავენ
FaceBook
ქუთაისში, დავითობასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის ძეგლს და მიმდებარე კიბეებს რეცხავენ. სამუშაოებს მერიის ააიპი "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები ახორციელებენ.

ააიპის ხელმძღვანელის, ზვიად მანდარიას თქმით, ადგილზე სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

"დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან გელათის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

Print