ახალი ამბები
ქუთაისში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
დეპუტატები 10-მდე საკითხს განიხილავენ. მათ შორის პარლამენტი შრომის უსაფრთხოებისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებს.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატებმა სარეზერვო სამსახურის რეფორმაზეც უნდა იმსჯელონ.

ასევე, უნდა განიხილონ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ინიციატივები ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე. მათ შორის არის ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და  აფგან მუხთარლის საქმე. 

სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

Print