ახალი ამბები
7 თებერვალს ქუთაისში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
7 თებერვალს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:

11:00-დან 14:00 საათამდე - 882 აბონენტს კოსტავას, 26 მაისის, ლესია უკრაინკას, აზერბაიჯანის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე - 575 აბონენტს ყაზბეგის, ცაცხვების, ჭაბუკიანის, ბაგრატის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 15:00 საათამდე - 535 აბონენტს ხუნდაძის, თაბუკაშვილის, დადიანის ქუჩებზე.

13:00-დან 18:30 საათამდე - 962 აბონენტს გელათის, კლდიაშვილის, ტყიბულის, კიბულის, მწვანეყვავილას ქუჩებზე.

14:00-დან 17:00 საათამდე - 173 აბონენტს თბილისის, გოგებაშვილის, კოსტავას, ბურჯანაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


Print